logo
ENG



საგარეო: [დანიის ელჩის] პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს

11 იან 202420:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/saf7nng86kze31u.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დანიის ელჩის პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს.

"როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული", - წერია განცხადებაში.

დანიის ელჩმა დანიურ მედიაში OP-ED გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. დღეს, 11 იანვარს ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დანიის საელჩომ და თქვა, რომ ივანიშვილზე დანიის ელჩის განცხადებას ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე იყენებენ. ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.


close დახურვა